Politico ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი პარიზში, უკრაინის საკითხის განსახილველად მიიწვია.
როგორც Politico წერს, მაკრონი მიიჩნევს, რომ ორბანის დარწმუნება შეიძლება, რათა მან უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭიროს.
"ეს არის წმინდა ტაქტიკური მომენტი. ამიტომ, არის გარკვეული ოპტიმიზმი, რომ შეთანხმებას მივაღწიოთ," - ამბობს ოფიციალური წყარო გამოცემასთან.
არსებული ინფორმაციით, მაკრონსა და ორბანს შორის შეხვედრა პარიზში, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის ბოლოს გაიმართება.
ასევე ნახეთ: