ჭიათურაში "ნაციონალური მოძრაობა" 5-მა წევრმა დატოვა

გამოქვეყნდა:

ჭიათურაში "ნაციონალური მოძრაობა" გოგი ჩიკვილაძემ, სიმონ ჯაფარიძემ, ქეთი ცხოვრებაძემ, ზურაბ კეთილაძემ და ილიკო ჩიკვილაძემ დატოვეს. ისინი რამდენიმე დღის წინ  ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვდნენ. 

"პარტია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" ახალი თავმჯდომარის არჩევის პირველივე კვირიდან შეიქმნა კრიზისი, პოლიტსაბჭოსთან მიმართებაში მიღებული გადაწყვეტილების გამო, რომელიც მას შემდეგ მხოლოდ მწვავდება. პარტიის თავმჯდომარე პრობლემას არ აღიარებს, სიტყვითა და საქმით ერთობას შეუძლებელს ხდის და პარტიას ანგრევს," - აცხადებენ ახლა უკვე პარტიის ყოფილი წევრები.

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი