ნაფარეულის ტყეში ხანძარს მეორე დღეა ებრძვიან | ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია

გამოქვეყნდა:

თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაფარეულის ტყეში ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და ტერიტორიაზე სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ტყეში ხანძარი გუშინ, 4 დეკემბერს, ფოთოვან ხეებს გაუჩნდა. ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი