მთავრობა და ხალხი ისევ რადიკალურად განსხვავებულ პოზიციაზე. ეკონომიკის მინისტრს რიგითი მოქალაქეები უპირისპირდებიან. მაშინ, როდესაც სამთავრობო კაბინეტებში მაღალჩინოსნები ეკონომიკის ზრდასა და ინფლაციის დაბალ მაჩვენებელზე საუბრობენ, ხალხი ქუჩაში შემცირებულ შემოსავალსა და გაძვირებულ პროდუქზე ლაპარაკობს.
ოპოზიცია მოქალაქეების აზრს იზიარებს და საკუთარი არგუმენტებიც აქვს. ხელისუფლების ოპონენტები კონკრეტულ მონაცემებზე საუბრობენ და ხელისუფლებას რიცხვებით მანიპულირებაში და ოლიგარქიულ კლანს ქვეყნის ეკონომიკის სრულ მიტაცებაში ადანაშაულებენ.