აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაღალი რანგის წარმომადგენლის ვიზიტი თბილისში - ჯოშუა ჰაკი ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შეხვდა. შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მხარეებმა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და მოახლოებულ არჩევნებზე ისაუბრეს.
როგორც ოპოზიცია აღნიშნავს, აშშ ცდილობს გაარკვიოს რამდენად რეალურია საქართველოში კოალიციური მთავრობის ფორმირება.
"მეტწილად, ვისაუბრეთ ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, როგორც საგარეო და რეგიონული თვალსაზრისით, ასევე, ქვეყნის შიგნით რა პრობლემები არის, ამ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებით. ძირითადი დრო დაეთმო წინასაარჩევნო პერიოდზე საუბარს, არჩევნებს და არჩევნებთან დაკავშირებულ გამოწვევებს - რა პრობლემებს ვხედავთ, როგორ ვაპირებთ, რომ გავუმკლავდეთ ამ პრობლემებს. ასევე, საუბარი იყო მომავალ კოალიციურ მმართველობაზე, რამდენად და როგორ ვუყურებთ ამ სიტუაციას," - ამბობს "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე.
ჯოშუა ჰაკი გუშინ ღარიბაშვილსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა.