საქართველოში პენსია აუცილებლად იქნება 1000 ლარი | "ლელო"

გამოქვეყნდა:

საქართველოში პენსია აუცილებლად იქნება 1000 ლარი - აცხადებენ "ლელოში" და ამბობენ, რომ მამუკა ხაზარაძის ეს ინიციატივა უკვე დათვლილი და შეფასებულია ეკონომისტების მიერ და იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ისეთი მეგაპროექტები გაკეთდება როგორიც ანაკლიის პორტია, ინვესტიციები შემოვა, რაც ბიუჯეტში თანხების ზრდას გამოიწვევს. 

ირაკლი კუპრაძის თქმით, მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში კორუფციასთან ბრძოლა და სახელმწიფო ინვესტიციების სამართლიანად ჩატარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება, რაც დამატებით  საშუალებას მისცემს სახელმწიფოს, გაზარდოს პენსიები.

"საქართველოში პენსია აუცილებლად იქნება 1000 ლარი. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, შესაძლებელია და გარდაუვლად აუცილებელია საქართველოს მოქალაქეს ჰქონდეს 1000 ლარიანი პენსია. დღეს ქართველ პენსიონერს არ აქვს შესაძლებლობა გაუძლოს იმ მინიმალურ გამოწვევებს, რომელიც მას ყოფით ცხოვრებაში აქვს. ქართული ოცნება ზრუნავს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ინტერესებზე და საკუთარ ჯიბეზე.

ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ინიციატივა არის დღეისთვის უკვე დათვლილი, შეფასებული ეკონომისტების მიერ და 2024 წლიდან შესაძლებელია და გარდაუვალია, რომ პენსია გაიზარდოს" ამბობს ირაკლი კუპრაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი