პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა. როგორც სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია "რია ნოვოსტი" წერს, ის მოლაპარაკებებს გამართავს ქვეყნის ლიდერთან, მუჰამედ ალ ნაჰიანთან. 

"სახელმწიფოს მეთაურები განიხილავენ ორმხრივი თანამშრომლობის მდგომარეობასა და პერსპექტივებს. ასევე, მიმდინარე საერთაშორისო პრობლემებს, აქცენტით ახლო აღმოსავლეთის რეგიონზე. როგორც პრეზიდენტის თანაშემწემ საერთაშორისო საკითხებში, იური უშაკოვმა განაცხადა, ლიდერები შესაძლოა სპეცოპერაციის [რუსეთის ომი უკრაინაში] თემასაც შეეხონ," - წერს "რია ნოვოსტი."

დღის ბოლოს პუტინი საუდის არაბეთში გაემგზავრება, სადაც პრინც მუჰამედ ალ საუდს შეხვდება.

ცნობისთვის, ეს პუტინის მეოთხე საერთაშორისო მოგზაურობაა ბოლო ორ თვეში. ოქტომბერში ის ყირგიზეთსა და ჩინეთში იმყოფებოდა, ხოლო ნოემბერში ყაზახეთში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი