ბათუმში, თამარ მეფის გზატკეცილზე, მსუბუქი ავტომობილი მუნიციპალურ ავტობუსს დაეჯახა. ინფორმაციას გამოცემა "ბათუმელები" "ბათუმის ავტოტრანსპორტზე" დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ ავტობუსი გაჩერებული იყო, როცა მას მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა.
შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურში გამოცემას უთხრეს, რომ ისინი, "სხვადასხვა ტრავმით გადანაწილებულია რესპუბლიკურსა და რეფერალურ საავადმყოფოებში".
ადგილზე მუშაობენ სამართალდამცავები.