"ჯერ კიდევ გვრჩება დაახლოებით 6 მილიარდი დოლარი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის" | პენტაგონის სპიკერი

გამოქვეყნდა:

"პენტაგონს ჯერ კიდევ რჩება დაახლოებით 6 მილიარდი დოლარი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის", - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, პეტ რაიდერმა განაცხადა. 

სამხედრო სპიკერის განცხადებით, დამატებითი დაფინანსების გარეშე, პენტაგონი მალე მიაღწევს იმ დონეს, რომ მარაგების ამჟამინდელი დონის შენარჩუნებას ვერ შეძლებს.

დღესვე, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის სამხედრო დახმარების შესაძლო შეწყვეტას „სიგიჟე“  და "არასწორი ქმედება" უწოდა.

"უკრაინის მხარდაჭერაზე უარი უბრალოდ სიგიჟეა. ეს ეწინააღმდეგება შეერთებული შტატების ინტერესებს", - თქვა ბაიდენმა და გამოთქვა რწმენა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის დახმარებას - "ჩვენ ამას გავაკეთებთ“, - განაცხადა ბაიდენმა.

ბაიდენის განცხადებამდე ოფიციალური განცხადება თეთრმა სახლმა გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, აშშ-ში დახმარების კანონპროექტის მიღების გარეშე, უკრაინას ფული მალე ამოეწურება.

აშშ-ის ფინანსთა მინისტრი, ჯანეტ იელენი აცხადებს, რომ "თუ აშშ ვერ შეძლებს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ახალი დაფინანსების გამოყოფას, ვაშინგტონს დაეკისრება პასუხისმგებლობა უკრაინის დამარცხებაზე".

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი