საუბარი კოალიციურ მთავრობაზე | სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის საგანგებო ვიზიტი თბილისში

გამოქვეყნდა:

საქართველოსთვის გარდამტეხ და კრიტიკულად მნიშვნელოვან არჩევნებზე ქვეყნის მთავარი პარტნიორები განსაკუთრებულად ფოკუსირდებიან. ევროკავშირის შემდეგ განაცხადს ოფიციალური ვაშინგტონი აკეთებს. შეერთებული შტატები მზად არის საქართველოში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია აამოქმედოს, რაც იმას ნიშნავს რომ "ქართულ ოცნებას" ძალაუფლების შესანარჩუნებლად აპრობირებული ბერკეტების გამოყენება გაუჭიდება და წითელი ხაზების გადაკვეთის შემთხვევაში შესაძლოა არჩევნების შედეგების ლეგიტიმაცია დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. 

ოფიციალური ვაშინგტონის პოზიცია თბილისში სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა გააჟღერა, რომელიც თბილისში საგანგებო ვიზიტით მოულოდნელად ჩამოვიდა. ჯოშუა ჰაკმა მთავარი სტრატეგიული პარტნიორის პოზიციასა და მზაობაზ,ე დეტალურად  დააკვირდეს საარჩევნო პროცესს არა მხოლოდ კენჭისყრის დღეს, ხელისუფლების ოპონენტებთან დახურულ კარს მიღმა გააჟღერა. და ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც-ამერიკის შეერთებულ შტატებს აინტერესებს, რამდენად მზად არის ქართული ოპოზიცია კოალიციური მმართველობისთვის.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი