ელიტური კორუფციის მორიგი მტკიცებულება საქართველოში. "ფლანგვის დეტექტორის" მიერ დადგენილი ფაქტებით დასტურდება, რომ სახელმწიფო ქონება ძირითადად "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული ბიზნესმენების ხელში გადადის. პროცესის გაუმჭვირვალობა, მიკერძოება და დაბალი კონკურენციაა - ეს არის მთავარი ხარვეზები, რომლებზეც ექსპერტები საუბრობენ.
დოკუმენტში ცალკეა გამოყოფილი სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში", რომელიც ისევ "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებულ პირებზეა მორგებული. "ფლანგვის დეტექტორმა" სახელმწიფო ქონების გასხვისების 2022 წლამდე განხორციელებული გარიგებები შეისწავლა, და ამის შემდეგ ქონების ეროვნულმა სააგენტომ, კანონის გვერდის ავლით, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე კორუფციის მკვლევარებს უარი უთხრა.