აშშ უკრაინისთვის დამატებით 175 მილიონ დოლარს გამოყოფს - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
პრეზიდენტმა კონგრესს მოუწოდა, მიიღონ მისი ეროვნული უსაფრთხოების დაფინანსებაზე მოთხოვნა, რომლის თანახმადაც კიევის სამხედრო დახმარებისთვის 60 მილიარდ დოლარზე მეტი გამოიყოფა.
დღესვე, აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინის სამხედრო დახმარების შესაძლო შეწყვეტას „სიგიჟე“ და "არასწორი ქმედება" უწოდა.
ბაიდენის თქმით, "თუ პუტინი უკრაინას აიღებს, ამაზე არ გაჩერდება". ის ვარაუდობს, რომ პუტინი თავს დაესხმება NATO-ს მოკავშირეებს და შემდეგ „ჩვენ გვეყოლება ამერიკელი ჯარები, რომლებიც ებრძვიან რუსეთის ჯარებს. ჩვენ ვერ დავუშვებთ პუტინს გამარჯვებას“.
სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის თქმით კი პაკეტი საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის საბრძოლო მასალას, საარტილერიო ჭურვებს, HIMARS სისტემებისთვის დამატებით საბრძოლო მასალას, მაღალი სიზუსტის რადარსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისთვის საბრძოლო მასალას, ინფრასტრუქტურის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტების დასაცავ აღჭურვილობას მოიცავს.
იხილეთ ასევე: