როგორ ებმება ვირტუალური დამსაქმებლების ხაფანგში სულ უფრო მეტი ადამიანი. ისტორიები, რომელიც გვესმის, როგორც ჩანს არ არის საკმარისი მათ გასაფრთხილებლად, რომლებიც თაღლითების ახალი მსხვერპლი ხდებიან. დასაქმება საზღვარგარეთ და თან კარგი პირობებით, მაცდუნებელი წინადადებაა, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის ვინც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო მიდის ქვეყნიდან, მაგრამ ხშირად უფრო მეტი პრობლემის წინაშე დგებიან. უმეტესად ნასესხები ფულით წასულები, უცხო ქვეყანაში აღმოაჩენენ, რომ მოატყუეს და დასაქმებისთვის წინასწარ გადახდილი თანხაც თაღლითს გადაუხადეს. მოითხოვეთ გარანტია დამსაქმებლისგან - ეს ერთ-ერთი რჩევაა.
ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე, ჟანა აკოფაშვილი.