ოკუპირებულ გალში ე.წ მილიცია საქართველოს მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდა | კაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე დაიღუპა

გამოქვეყნდა:

არსებული ინფორმაციით, დროებით ოკუპირებულ გალში, საქართველოს მოქალაქეს, თემურ (ვიტალი) კარბაიას, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მილიციის სამმა თანამშრომელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სასტიკად სცემა. საქართველოს მოქალაქე დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში, ხალხმრავალ ადგილზე დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მოქალაქე დოკუმენტების შემოწმების მიზნით "მილიციის" თანამშრომლებმა გააჩერეს. სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა. კაცი ჯერ ე.წ. შს სამინისტროს განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც, სავარაუდოდ, ფიზიკური ანგარიშსწორება გაგრძელდა, შემდეგ კი კლინიკაში. კაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე დაიღუპა.

“ეს არის კიდევ ერთი მსხვერპლი საოკუპაციო რეჟიმის. ჩვენი ინფორმაციით, ე.წ. მილიციამ დააკავა ეს ადამიანი და სასტიკად სცემა. შემდგომ, როდესაც მიხვდნენ, რომ ის უკვე სიკვდილის პირას იყო მისული, შეეცადნენ მის გადარჩენას და წაიყვანეს სოხუმში. მაგრამ, სამწუხაროდ, ის გარდაიცვალა,” - ამბობს “მოძრაობა აფხაზეთისთვის" წევრი, ნუკრი ნოდია.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუვრცელებია.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი