ხელისუფლების მეგობარი ორბანი | თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი

გამოქვეყნდა:

გუშინ თბილისში ევროინტეგრაციის მხარდამჭერი მსვლელობა მოეწყო და ევროკავშირის გიგანტური დროშა გაიშალა. კიდევ ერთხელ გამოჩნდა საქართველოს მოქალაქეების ურყევი და მკაფიო ნება, რომ მათი ქვეყანა ოფიციალურად დაადგეს ევროპისკენ მიმავალ გზას. უკვე 4 დღეში ბრიუსელში ევროპული საბჭო შეიკრიბება და გაფართოების ახალი პაკეტის შესახებ საკუთარ გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. მანამდე გაცემული რეკომენდაციების მიხედვით, ევროკავშირი გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას აპირებს უკრაინასა და მოლდოვისთვის, და საქართველოს კი ოფიციალურად მიანიჭებს კანდიდატის სტატუსს. ყოველ შემთხვევაში, ასეთია ჩანაფიქრი და იმ რეკომენდაციების სულისკვეთება, რაც ერთი თვით ადრე ევროკომისიამ გამოაცხადა. მაგრამ ახალი ევროპის ახალ გზაზე სრულიად მოსალოდნელი დაბრკოლება უნგრეთის ხისტი პოზიცია აღმოჩნდა. ევროპის კონტინენტზე პუტინის უკანასკნელი მეგობარი პირდაპირ ამბობს, რომ უკრაინის საკითხს ის მხარს არ დაუჭერს და ბრიუსელს აშანტაჟებს. ბინძური პოლიტიკური ვაჭრობის მიღმა კი ძალიან კონკრეტული საფრთხეა ახალი ევროპისთვის და მისი ისტორიული და ორგანული ნაწილისთვის - საქართველოსთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი