ფონიჭალიდან არასრულწლოვანი გოგო, სავარაუდოდ, ცოლად შერთვის მიზნით გაიტაცეს

გამოქვეყნდა:

თბილისში, ფონიჭალიდან არასრულწლოვანი გოგო, სავარაუდოდ, ცოლად შერთვის მიზნით გაიტაცეს. მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. გამტაცებელი პოლიციას ჯერჯერობით არ დაუკავებიათ.

"მთავარი არხის" ვებგვერდს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განუცხადა, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

16 წლის გოგოს ოჯახი ამბობს, რომ გამტაცებელი, სავარაუდოდ, რუსეთის მოქალაქე კასან მამედოვია, რომელზეც გოგო ერთი წლის წინ დაინიშნა, თუმცა მოზარდმა მოგვიანებით ქორწინებაზე უარი განაცხადა. ოჯახის თქმით, მამედოვს გოგო, სავარაუდოდ, რუსეთში ჰყავს გადაყვანილი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი