"ნაციონალურ მოძრაობას" ქუთაისის საკრებულოს 7 დეპუტატი და პარტიის ათობით წევრი ტოვებს

გამოქვეყნდა:

ნაციონალურ მოძრაობას" ქუთაისშიც ტოვებენ. პარტიის უკვე ყოფილმა წევრებმა ბრიფინგი ცოტა ხნის წინ განაცხადეს და თქვეს, რომ ქუთაისის საკრებულოდან 7 წევრი ენმ-ს ტოვებს, მუნიციპალიტეტში მოქმედი 10 შტაბიდან 7-ის უმრავლესობა კი პარტიას ემიჯნება.

"სიცრუით სათავეში მოვიდა მენეჯმენტი, რომელმაც ჩამოაცილა გამოცდილი და ერთგული კადრები პარტიას. მოახდინა მათი სრული იგნორირება. ენმ შეგნებულად დააყენეს კონფორმისტულ, სისტემურ, ფსევდო ოპოზიციურ წარმონაქმნად გადაქცევის გზაზე. გამომდინარე ამ მოცემულობიდან გვინდა განვაცხადოთ, რომ დღეიდან ოფიციალურად ვტოვებთ პარტიის რიგებს", - თქვა პარტიის უკვე ყოფილმა წევრმა. 
 
"ერთიანი ნაციონალური მოძრობა" უკვე დატოვეს ბათუმის, ზუგდიდის, კახეთის, კასპის, ხობის, ჭიათურისა და თბილისის ორგანიზაციების წევრებმა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი