ქუთაისში, 48 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქემ, ზურაბ სანიკიძემ მერიასთან შიმშილობა დაიწყო. კაცი ამბობს, რომ 4 წლის წინ სახლის გარეშე დარჩა. ის მერიისგან საცხოვრებელი ფართის გამოყოფას ითხოვს.
"ვარ უპატრონოდ, ქუჩაში ვცხოვრობ, ვარ ისეთი ინვალიდი, საავადმყოფო მე ხშირად მჭირდება, სოციალური არ მაქვს, ფული არ მაქვს რომ გადავიხადო და მომწოდებელი რომ მყავდეს და სახლ-კარი რომ მქონდეს, არც გამოვიდოდი აქ უბრალოდ ხალხის დასანახად, მაგრამ რა ვქნა, მიჭირს, მეტი გამოსავალი არ მაქვს, არანაირი დახმარება არ მაქვს საერთოდ", - ამბობს მოქალაქე.
მისივე მტკიცებით, მისი კუთვნილი ბინა მის ყოფილ მეუღლეს მისცეს.