ვერ დაგვეხმარება დეპოლარიზებაში, მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ | ბაქრაძე პრეზიდენტის ღონისძიებაზე

გამოქვეყნდა:

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე ამბობს, რომ პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას არ დაესწრება. მისი თქმით, ის "დეპოლარიზაციას ვერ დაეხმარება" და პირიქით, გამოჩნდება, თუ როგორი "უფსკრულია" ქართულ პოლიტიკაში.

"ღონისძიებაზე მოწვევა მივიღე. მთლიანობაში, პრეზიდენტის კამპანიას, რომ ქართველი ერის ხმა მიაწოდოს ევროკავშირს, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერ. მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს კონკრეტული ღონისძიება ვერ შეასრულებს იმ ამოცანას, რაც მას აკისრია. ის ვერანაირად ვერ დაგვეხმარება დეპოლარიზებაში და პირიქით. ვინაიდან, ერთი მხრივ, ამ ღონისძიებაში არ მონაწილეობენ ყოფილი თანამდებობის ძალიან მნიშვნელოვანი პირები, ფიგურები. ისეთები, როგორებიც არიან ყოფილი პრეზიდენტები.

დეპოლარიზების ნაცვლად, პირიქით გამოჩნდება, თუ როგორი დაპირისპირება და უფსკრულია ქართულ პოლიტიკაში. მიმაჩნია, რომ ამ ფორმით ეს ღონისძიება საკუთარ ფუნქციას ვერ შეასრულებს და ამიტომ, მასში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ," - ამბობს ბაქრაძე. 

შეგახსენებთ, რომ ​13 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს და ელჩებს "ჩვენი ხმა ევროპის" კამპანიის ფარგლებში შეგროვებულ ხელმოწერებს გადასცემს. ღონისძიებაზე მიწვეული არიან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე პრემიერები, საგარეო საქმეთა მინისტრები და მაღალი თანამდებობის პირები.

ღონისძიებას ბოიკოტს უცხადებს "ქართული ოცნება".

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი