"ისრაელმა ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციისთვისა და ომის გამო საერთაშორისო ზეწოლის შესამცირებლად აშშ-ის სრული მხარდაჭერა მიიღო", - ამის შესახებ ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ საუბრობს.
მისი განცხადებით, ისრაელი არ გაიმეორებს ოსლოს შეთანხმების შეცდომას, სამხედრო ოპერაციის დასრულების შემდეგ ღაზის სექტორში არ იქნება ჰამასი ან ფათაჰის ხელისუფლება.
"დიახ, არის უთანხმოება, როდესაც საქმე ეხება "ჰამასის მომდევნო დღეს" და ვიმედოვნებ, რომ აქაც შევთანხმდებით“, - თქვა ნეთანიაჰუმ.