"აშშ-ის მადლობელი ვარ უკრაინისადმი ორპარტიული მხარდაჭერისთვის" | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

"მადლობელი ვარ უკრაინისადმი ორპარტიული მხარდაჭერისთვის", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე წერს. ის სენატის უმრავლესობის ლიდერს, რესპუბლიკელთა ლიდერსა და აშშ-ს ორპარტიული მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. 

"შეერთებული შტატების სენატში მქონდა მეგობრული და გულწრფელი საუბარი. მე ვაცნობე აშშ-ის სენატის წევრებს უკრაინის ამჟამინდელი სამხედრო და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, აშშ-ის სასიცოცხლო მხარდაჭერის შენარჩუნების მნიშვნელობაზე და ვუპასუხე მათ კითხვებს. მე მადლობელი ვარ სენატის უმრავლესობის ლიდერის ჩაკ შამერის და რესპუბლიკელთა ლიდერი მაკკონელის, მადლობელი ვარ მათი პირადი ხელმძღვანელობისთვის აშშ-ის კანონმდებლებს შორის უკრაინისადმი ორპარტიული მხარდაჭერისთვის." - წერს ზელენსკი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი