ბაიდენმა ზელენსკისთან შეხვედრაზე თქვა, რომ აშშ უკრაინას 200 მლნ დოლარს გამოუყოფს

გამოქვეყნდა:

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა, რომ აშშ უკრაინისთვის 200 მილიონ დოლარს გამოყოფს. ბაიდენის თქმით, შეთანხმებას ხელი უკვე მოაწერა, თუმცა სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში ჯო ბაიდენის მიწვევით იმყოფება. სახელმწიფოს მეთაურები, ორივე მხარის დელეგაციის წარმომადგენლებთან ერთად, მოლაპარაკებებს ოვალურ კაბინეტში მართავენ.

მხარეები უკრაინის ფრონტზე არსებულ ვითარებას, ასევე აშშ-სა და მისი მოკავშირეების მხრიდან უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას განიხილავენ.

იხილეთ ასევე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი