"უკრაინის საგარეო მხარდაჭერაზე დამოკიდებულება თანდათან მცირდება... ეს პროცესი უნდა დაჩქარდეს" | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

"უკრაინის დამოკიდებულება საგარეო მხარდაჭერაზე თანდათან მცირდება და ეს პროცესი უნდა დაჩქარდეს", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრისას თეთრ სახლში განაცხადა.

"უკრაინა თანდათან ამცირებს დახმარებაზე დამოკიდებულებას, სწორი მიმართულებით მივდივართ. მე მინდა განვიხილო პრეზიდენტ ბაიდენთან, თუ როგორ გავაძლიერო ეს მოძრაობა", - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე ხაზი გაუსვა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესაძლებლობას, რათა რუსეთს საჰაერო უპირატესობა ჩამოერთვას და მისი შეტევითი ოპერაციები ჩაშალოს.

მან ასევე მადლობა გადაუხადა აშშ-ს, ამერიკელ ხალხს და ამერიკულ თავდაცვის კომპანიებს, რომლებიც უკრაინას მძლავრი იარაღით ამარაგებენ.

იხილეთ ასევე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი