კიევზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 53-მდე გაიზარდა

გამოქვეყნდა:

დღევანდელი დილის მონაცემებით კიევში რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად 53 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან ბავშვები და მოზარდები.

უკრაინული მხარის ცნობით, 2 ბავშვი კლინიკაშია გადაყვანილი, 6-ს დახმარება ადგილზე გაეწია.

"ღამის თავდასხმის შედეგად სულ დაშავდა 53 ადამიანი, მათგან 20, მათ შორის ორი ბავშვი, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა 33 დაშავებულს ადგილზე გაუწიეს დახმარება", - ამბობს კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო.

დაშავებულებს შორის ყველაზე უფროსი 80 წლისაა, ყველაზე პატარა კი 5-ის.

რაკეტების ნამსხვრევები კიევის რამდენიმე რაიონში ჩავარდა. იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი