რონდელის ფონდში უსაფრთხოების და საჯარო პოლიტიკის პროგრამის კურსდამთავრებულები დააჯილდოვეს

გამოქვეყნდა:

რონდელის ფონდში უსაფრთხოების და საჯარო პოლიტიკის პროგრამის კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია და ახალი ნაკადის საზეიმო მიღება გაიმართა.

სასწავლო პროგრამა 2001 წლიდან მოქმედებს და ის სულ 450-ზე მეტმა მონაწილემ დაასრულა. კურსდამთავრებულებს შორის არიან  მინისტრები, მათი მოადგილეები, ელჩები და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები.

"მოხარული ვარ რომ აშშ-ის საელჩო მხარს უჭერს რონდელის ფონდის ეროვნული უსაფრთხოების საჯარო პოლიტიკის პროგრამას, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო სტრუქტურების, სამინისტროების, პრესის და სამოქალაქო საზოგადოების პროფესიონალები გადიან ტრენინგ კურსებს ეროვნული უსაფრთხოების კუთხით და ერთობლივად მსჯელობენ ამ სფეროებში არსებული გამოწვევების შესახებ. მე თავად მაქვს მიღებული მონაწილეობა ამ ტიპის პროგრამაში და მიმაჩნია, რომ ესენი არიან ის ადამიანები, ვინც გააგრძელებენ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას. აქ დამყარებული კავშირები და გამოცდილება ნამდვილად შეუფასებელია", - თქვა აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა.

 

ვითარება რუსთაველის გამზირზე | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი