ქართულ მხარეს გინტურის მკვლელები ჯერ იდენტიფიცირებული არ ჰყავს | ერგნეთში, შეხვედრაზე მათ გადმოცემასა და დასჯას მოითხოვენ

გამოქვეყნდა:

ოკუპანტების მიერ სოფელ კირბალში თამაზ გინუტრის მკვლელობის შემდეგ დღეს ერგნეთში პირველი გეგმიური შეხვედრა იმართება. დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა კირბალში, 6 ნოემბერს მომხდარი მკვლელობაა, საქართველოს ხელისუფლება მოითხოვს მკვლელების იდენტიფიცირებასა და დასჯას. ასევე, გაჟღერდება მოთხოვნა მათ გადმოცემაზე.

სუს-ის წარმომადგენელმა მედიასთან კომენტარის თქვა, რომ ჯერ ვერ მოხერხდა მკვლელების იდენტიფიცირება. მისივე განცხადებით, ოქროს მოწმემ, ლევან დოთიაშვილმა ოკუპანტების ამოცნობა ვერ შეძლო.

დღევანდელ შეხვედრაზე ხელისუფლება ასევე მოითხოვს საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლებას.

"შეხვედრებს შორის პერიოდში უკანონოდ იქნა დაკავებული საქართველოს 5 მოქალაქე, რაც შეეხება უკანონო ე.წ. ბორდერიზაციას დაფიქსირებულ იქნა 5 ფაქტი, ბორდერიზაცია განხორციელდა გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში მდებარე სოფლებში", - ამბობს ლევან ანთაძე.

შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ლომისას სალოცავში, სანთლის დასანთებად მისული საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური, მოკლეს, ლევან დათიაშვილი კი გაიტაცეს.  დოთიაშვილი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს გაათავისუფლეს. გინტური 11 ნოემბერს კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი