თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი იზრდება და 1 763 354 000 ლარს შეადგენს | კალაძე

გამოქვეყნდა:

კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი იზრდება და 1 763 354 000 ლარს შეადგენს. მათ შორის არის სპეციალური ტრანსფერი სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მთლიანი ბიუჯეტის 31% ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაიხარჯება.

თბილისის ბიუჯეტი იზრდება და 2023 წლის ბიუჯეტთან შედარებით, 130 მილიონით მეტი იქნება. 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა შეადგენს 1 763 354 000 ლარს. მათ შორისაა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები კაპიტალური სპეციალური ტრანსფერი - 500 000 000 ლარი. ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაგეგმილია 547 486 000 ლარის გამოყოფა, რაც მთლიანი ბიუჯეტის 31%-ს შეადგენს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მომავალ წელს სოციალური/ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილია 507 632 000 ლარის პროგრამების განხორციელება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი