468 მომხრე | ევროპარლამენტმა EU-ს გაფართოების შესახებ რეზოლუცია ხმათა უმრავლესობით მიიღო

გამოქვეყნდა:

468 მომხრე 99 წინააღმდეგი - ისტორიულ გადაწყვეტილებამდე 48 საათით ადრე ევროპის საკანონმდებლო ორგანომ ევროკავშირის გაფართოების შესახებ რეზოლუცია ხმათა უმრავლესობით მიიღო. 

"ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროპულ საბჭოს, 14-15 დეკემბერს სხდომაზე გადაწყვიტოს უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება. გარკვეული რეფორმის ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში, უნდა დაიწყოს გაწევრიანების მოლაპარაკებები ბოსნია და ჰერცეგოვინასთან და საქართველოს უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი...

ევროკავშირმა უნდა დაადგინოს მკაფიო ვადები, რომ კანდიდატმა ქვეყნებმა დაასრულონ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე..." - ნათქვამია რეზოლუციაში.

ევროპარლამენტარები მკაცრად გმობენ უნგრეთის პრემიერის პოზიციას, რომელიც უკრაინის მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლას ეწინააღმდეგება "ბ-ნი ორბანის განცხადებები ხელს უშლის ევროკავშირის გაფართოების პროცესს" - ვკითხულობთ დოკუმენტში.

რეზოლუციის მიღებამდე კი  სტრასბურგში დებატები გაიმართა, რომელსაც ევროკომისიის პრეზიდენტიც ესწრებოდა.

შეგახსენებთ, ბრიუსელში სამიტი, რომელზეც უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის საკითხზე გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ, 14-15 დეკემბერს გაიმართება და გადაწყდება, გაითვალისწინებს თუ არა ევროპული საბჭო ევროკომისიის რეკომენდაციას, მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი, ხოლო უკრაინა და მოლდოვა გადავიდნენ მოლაპარაკებებს ეტაპზე.  ამ დროისათვის გაფართოების პაკეტს უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი ბლოკავს.

სამიტამდე ერთი დღით ადრე ევროკავშირის ლიდერებს მოწვევის წერილი გაუგზავნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა. შარლ მიშელი მათ მოუწოდებს,  სამიტზე მივიდნენ კომპრომისის სულისკვეთებით


 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი