ხელისუფლების სიძულვილის კამპანია | მოშე გლუგჰაფტი ისევ "ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიაზე იმუშავებს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" საკუთარ სტილში რჩება და კვლავ სიძულვილის კამპანიისთვის ემზადება. მომავალი არჩევნებისთვის მმართველმა პარტიამ პიარის ისევ ის სპეციალისტი დაიქირავა, რომელმაც თბილისი სისხლიანი ბანერებით ააჭრელა.

მოშე კლუგჰაფტი მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის "ოცნების" სტრატეგიის ავტორი იქნება. და, დიდი ალბათობით, წინასაარჩევნო კამპანიაში უკვე გამოყენებულ და ეფექტურ სტრატეგიას დაუბრუნდება - "ქართულ ოცნებაში" ფაქტობრივად არც მალავენ, რომ მოსწონთ ოპონენტების ბინძური მეთოდებით გაშავება.

სიახლეებს ივანიშვილის პოლიტიკური კლანისგან არც ოპოზიცია მოელის. ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებული არიან, რომ ხელისუფლების წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი ხაზი ისევ სიძულვილის ენასა და ძალადობაზე იქნება დამყარებული. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი