"აქ ვარ ქართველი ხალხის ნების ასასახად, ვისაც სურს ჭეშმარიტად ევროპულ სახელმწიფოში ცხოვრება", - ამის შესახებ ათონელის სასახლეში, პრეზიდენტის ღონისძიებაზე მისული ნიკა მელია საუბრბს. შეხვედრას, მასთან ერთად ოპოზიციის სხვა წევრებიც დაესწრნენ.
"აქ ვარ ქართველი ხალხის ნების ასასახად, ვისაც სურს არამხოლოდ კანდიდატის სტატუსის მიღება ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ჭეშმარიტად ევროპულ სახელმწიფოში ცხოვრება. დღევანდელ დღეს, დღევანდელ საქართველოში ერთადერთი სახელმწიფო დაწესებულება, ინსტიტუტია, სადაც შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს პოლიტიკურ მრავალფეროვნებას. ქალბატონი ზურაბიშვილის გადასაწყვეტია ის რა გზას დაადგება... ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა", - თქვა მელიამ.
იხილეთ ასევე: