"კრემლის ერთ-ერთი გადაცემის წამყვანმა თქვა - „ყოჩაღ, რესპუბლიკელებო!“... თუ რუსი პროპაგანდისტები გილოცავენ, დროა გადახედოთ, რას აკეთებთ", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი X-ზე წერს და რესპუბლიკელებს უკრაინის დახმარების დაბლოკვასთან დაკავშირებით მიმართავს.
"პუტინის ერთგულებს მოსკოვში გაუხარდათ, როდესაც რესპუბლიკელებმა ხმა მისცეს უკრაინის დახმარების დაბლოკვას გასულ კვირას. კრემლის ერთ-ერთი გადაცემის წამყვანმა სიტყვასიტყვით თქვა: ”ყოჩაღ, რესპუბლიკელებო!” ხალხნო, თუ რუსი პროპაგანდისტები გილოცავენ, დროა გადახედოთ ,რას აკეთებთ." - წერს ბაიდენი.
პრეზიდენტის თქმით, ის თავის საქმეს ასრულებს და დროა, რესპუბლიკელებმა თავიანთს მიხედონ.
"რესპუბლიკელებს სურთ, ქალაქი დატოვონ ისრაელისა და უკრაინის კრიტიკული დაფინანსების გარეშე. ჩვენს საზღვარზე არ შეგიძლია თქვა, რომ კრიზისია და შემდეგ თქვა, რომ სამი კვირით გინდა წასვლა. ბურთი მათ მოედანზეა. მე ჩემს საქმეს ვაკეთებ. რესპუბლიკელებმა ვაშინგტონში უნდა გააკეთონ თავიანთი." - ამბობს ბაიდენი.