ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი ევროპული საბჭოს 14 დეკემბრის გადაწყვეტილებას მიესალმება და ამბობს, რომ ეს არის ისტორიული მომენტი ევროპისთვისა და ტრანსატლანტიკური პარტნიორობისთვის.
მილერი აღნიშნავს, რომ აშშ კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს ევროკავშირის გაფართოების პროცესს და მხარს დაუჭერს ევროკავშირის კანდიდატ და პერსპექტიულ კანდიდატ ქვეყნებს იმ მნიშვნელოვან რეფორმებში, რომლებსაც ისინი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ახორციელებენ.
"ჩვენ მივესალმებით ევროპული საბჭოს კენჭისყრას ევროკავშირის გაფართოებაზე და ვულოცავთ უკრაინას, მოლდოვას, საქართველოს და ბოსნია და ჰერცეგოვინას ევროკავშირში წევრობისკენ სწრაფვის გზაზე გადადგმულ ისტორიულ ნაბიჯს. შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს გაფართოებას და პოტენციურ კანდიდატებს მათ ევროკავშირის გზაზე," - ამბობს მილერი.