"უფრო ახლოს ვიდრე ოდესმე" | მოქალაქეები კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას ბათუმშიც აღნიშნავენ

გამოქვეყნდა:

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას მოქალაქეები აღნიშნავენ ბათუმშიც. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ დღეს, 19:00 საათზე ევროპის მოედანზე შეიკრიბებიან საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით.

"დიდი ქართველი მოაზროვნეები - ილია ჭავჭავაძე, ნიკო ნიკოლაძე, ნოე ჟორდანია და სხვები - მუდამ ოცნებობდნენ საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებაზე. არაერთი თაობის ბრძოლის მიზანი იყო და არის სწორედ საქართველოს ბუნებრივ, მშობლიურ გარემოში დაბრუნება. დღეს ამ მიზანთან უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ. [...]

19:00 საათზე ერთად შევიკრიბოთ (დროშებით Image removed. Image removed.) ევროპის მოედანზე და სიხარულით აღვნიშნოთ ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთ წინგადადგმულ ნაბიჯი ევროკავშირის წევრობის გზაზე, ჩვენს მეგობარ უკრაინელებთან, ბელარუსებთან და მოლდოველებთან ერთად", - წერენ აქციის ორგანიზატორები.

დღეს თბილისში ახალგაზრდები და სტუდენტები 9 აპრილის ბაღშიც შეიკრიბებიან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი