"ვზეიმობთ და ვულოცავთ საქართველოს" | EU-ს ლიდერები ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებებს ეხმაურებიან

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის ლიდერები ევროპული საბჭოს გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ და საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავენ. 

ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომა გრძელდება. ევროპის 27 წევრი ქვეყნის ლიდერები საქართველოს, მოლოდვისა და უკრაინისთვის მიღებულ გადაწყვეტილებებს აფასებენ. 

"ვზეიმობთ და ვულოცავთ საქართველოს, თქვენ დაიმსახურეთ ეს და მე ვიცი, რა რეაქცია მოჰყვა ამას ქუჩებში, თვალს ვადევნებდი რა ხდებოდა თბილისის ქუჩებში და ეს მართლაც შესანიშნავი გრძნობაა, ნება მომეცით, მთელი გულით ვიზეიმო -  ამბობს ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა 

"ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი გავუგზავნეთ ყველას, ვინც ევროპას განიხილავს როგორც კეთილდღეობისა და მშვიდობის კუნძულს. ასევე მათ, ვინც ემუქრება ამას. განსაკუთრებით მოსკოვს, ჩვენ არ შევუშინდებით, რთულ მომენტშიც ერთად ვართ და გადაწყვეტილებებს ვიღებთ -  ამბობს  ბელგიის პრემიერი ალექსანდრ დე კრო

დასავლელი პარტნიორები აქვე ღიად ამბობენ, რომ საქართველომ  უნდა შეასრულოს პირობები. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი