გორის მოჭიდავე მერის საახალწლო საჩუქარი საჯარო მოხელეებს - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი თანამშრომლებს წახალისებას და პრემიების დარიგებას ჰპირდება. ადგილობრივ მედიას მან დაუდასტურა, რომ თუ სახელფასო ფონდში ნაშთი დარჩება, საჯარო მოხელეებს სახელფასო დანამატებს მისცემს. აღნიშნული ეხება ა(ა)იპ-ებში დასაქმებულებსაც.
წინა წლების პრაქტიკა აჩვენებს, რომ მერი ამ მხრივ გულუხვია და ასობით ათას ლარს ბიუჯეტიდან პრემიებში არიგებს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მერიას საქმე ისე არ აქვს, რომ ჩინოვნიკებმა პრემიები მიიღონ. ოპოზიცია ასევე ამბობს, რომ გორის მერიის გადაწყვეტილებით, საახალწლო განათებებზე და კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 320 000 ლარი გამოიყო, რაც მეტია სოციალურად დაუცველებისთვის დახმარებაზე გამოყოფილ თანხაზე. მერია სოციალურად დაუცველებს 30 000 ლარით ეხმარება.