სერბეთში რიგგარეშე საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები მიმდინარეობს. მოსახლეობამ პარლამენტთან ერთად 60 ქალაქის მერი უნდა აირჩიოს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება. 

პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის მმართველი სერბეთის პროგრესული პარტიის კონკურენტი პროევროპული ოპოზიციური კოალიციაა. სერბეთის პარლამენტში სულ 250 ადგილია.

არჩევნებამდე გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგებითგაერთიანებული პროევროპული კოალიცია "სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ" მხარდამხარ მისდევს პრეზიდენტის კოალიციას, "ალექსანდარ ვუჩიჩი – ბელგრადი არ უნდა შეჩერდეს."

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი