ღარიბაშვილი ხვალ წლიურ ანგარიშს წარადგენს | ოპონენტების აზრით, პრემიერის გამოსვლა "ოცნების" პიარს მიეძღვნება

გამოქვეყნდა:

18 დეკემბერს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის მუშაობის ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს. 

ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ ღარიბაშვილი ტრიბუნას ამჯერადაც "ქართული ოცნების" პიარისთვის გამოიყენებს, რეალურად კი, მმართველ პარტიას, არც წელს, ისე, როგორც გასულ წლებში, საკუთარ მოსახლეობაზე არ უზრუნია. 

სად და რა ფორმატში წარადგენს პრემიერი ანგარიშს, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ შეხვედრაზე მიიწვევენ მმართველი გუნდის წარმომადგენლები, ოპოზიცია კი არა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი