"'საარჩევნო ყუთი შენს ქალაქში" | საარჩევნო უბნების გასახსნელად ემიგრანტები ხელმოწერებს იწყებენ

გამოქვეყნდა:

2024 წლის არჩევნებში ემიგრანტების მონაწილეობისათვის აშშ-ის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ირლანდიის, კანადისა და ბელგიის 14 ქალაქში, "გირჩი- მეტი თავისუფლებისა" და "დროას" ორგანიზებით, მოქალაქეთა მობილიზაცია უკვე დაიწყო.

ემიგრანტები ხელმოწერებს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ცესკოსთვის მისამართად აგროვებენ მოთხოვნით, რომ ქალაქებში საარჩევნო უბნები გაიხსნას. ოპოზიციონერი ლიდერები ამბობენ, რომ ემიგრანტების ხმა ამ არჩევნებზე გადამწყვეტია.

"კამპანია "საარჩევნი ყუთი შენს ქალაქში" ემსახურება ემიგრანტების ჩართვას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ვიცით, რომ 1 მილიონი ემიგრანტი საქართველოდან მოკლებულია შესაძლებლობას, ხმა მისცეს არჩევნებში. ეს არის უსამართლობა და ეს კამპანია ემსახურება ბრძოლას ემიგრანტების საარჩევნო ხმის უფლებისთვის. ამ ეტაპზე ხელმოწერები გროვდება მსოფლიოს 40-მდე ქალაქში. შეერთებულ შტატებში, ცინცინატში და ასევე იტალიაში, ლეჩეში და მანტუაში, შეგროვებულია უკვე ხელმოწერები და შესაბამისი განცხადებები წარდგენილია საგარეო საქმეთა სამინისტროში და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ამ ყველაფერს არ ჭირდება ხელისუფლების ცვლილება." - განაცხადა "დროას" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიგა ლემონჯავამ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი