მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში 2 ახალგაზრდა დაჭრეს. შემთხვევა წუხელ მოხდა.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება შელაპარაკებით დაიწყო, რაც მანქანებით ვაჭრობასა და ვალს შეეხებოდა. ამის შემდეგ ერთ-ერთმა 2 ადამიანი ცივი იარაღით დაჭრა.
ერთი თავდამსხმელი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.