მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოში დაჭრილ ერთ-ერთ ახალგაზრდას ოპერაცია ჩაუტარდა. კლინიკაშია მოთავსებული მეორე დაშავებულიც. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში წუხელ 2 პირი დაჭრეს. მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია 40 წლამდე კაცი. ის ბრალს აღიარებს.
ადგილობრივების თქმით, დაპირისპირების მიზეზი, სავარაუდოდ, მანქანის გაფორმებას ეხებოდა. თუმცა, სხვა დეტალები უცნობია.
"ჩვენც ახლა გავიგეთ. რომ მოვედი სამსახურში, აქაურობა სულ სისხლიანი დამხვდა. როცა ვიკითხე რა მოხდა, მითხრეს, რომ ღამე აქ ორი ახალგაზრდა დაჭრეს. რის გამო, ნამდვილად არ ვიცი," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.