2 წელში სრულად გვექნება დაცული თბილისის ცა, მათ შორის, სტრატეგიული ობიექტები, აეროპორტები, სამხედრო ბაზები | ბურჭულაძე

გამოქვეყნდა:

თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე ამტკიცებს, რომ 2 წელიწადში თბილისის ცა, სტრატეგიული ობიექტები, აეროპორტები და სამხედრო ბაზები სრულად დაცული იქნება. "იმედის" ეთერში საუბრისას მან თქვა, რომ 2023 წელს თავდაცვის უწყებამ, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით, მნიშვნელოვანი შესყიდვები გააფორმა.

ბურჭულაძე ამბობს, რომ ხელშეკრულებები ეხება ჰაერსაწინააღმდეგო, ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემებს.

"ჩვენ 2 წელიწადში, იმ შესყიდვების მიღების შედეგად, რაც ჩვენ უკვე გავაფორმეთ, ფაქტიურად, სულად გვექნება დაცული სამივე ეშელონი, თბილისის ცა. მათ შორის სტრატეგიული ობიექტები, აეროპორტები, სამხედრო ბაზები და ა.შ. ეს არასდროს არ ყოფილა საქართველოში და ჩვენ ამას მივაღწევთ. ფაქტიურად, უკვე ამისკენ გადადგმული ნაბიჯები ამის გარანტიაა", - თქვა ბურჭულაძემ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი