ხმაური და დაპირისპირება გორის საკრებულოში - ერთმანეთს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები დაუპირისპირდა. მიზეზი 2024 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტია, რომელიც ოპოზიციის თქმით, კვლავ ხელისუფლებაზეა მორგებული.
"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ ბიუჯეტის პროექტში მათი შენიშვნები გათვალისწინებული არაა. ისინი ითხოვენ, რომ დაფინანსდეს პირველკლასელთა კვება, ასევე, ადეკვატური გადასახადი დაწესდეს უსახლკარო ადამიანებისთვის, რომ მათ ქირის დაფარვა შეძლონ, ოპოზიცია ითხოვს შეღავათებით ისარგებლონ მუნიციპალური ტრანსპორტის გამოყენებისას სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წევრებმა, მათ შორის სტუდენტება.
ბიუჯეტით იზრდება ხელფასი, ხარჯები გათვალისწინებულია პრემიებისთვისაც.
გორის მომავალი წლის ბიუჯეტი თითქმის 80 მილიონ ლარს შეადგენს, ის 10 მილიონითაა გაზრდილი, მას კენჭს მიმდინარე კვირის ბოლოს უყრიან.