საქართველო "მაგნიტსკის სიის" გახანგრძლივების შესახებ EU-ს გადაწყვეტილებას არ შეუერთდა

გამოქვეყნდა:

საქართველო "მაგნიტსკის სიის" 2026 წლის 8 დეკემბრამდე გახანგრძლივების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებას არ შეუერთდა. 

როგორც საგარეო და პოლიტიკის უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის სახელით გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, "მაგნიტსკის სიის" ფარგლებში სანქციების გახანგრძლივებას მხარი დაუჭირეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა ქვეყნებმა: ჩრდილოეთ მაკედონიამ, მონტენეგრომ, ალბანეთმა, უკრაინამ, მოლდოვამ და ბოსნია და ჰერცეგოვინამ.

ასევე, ხელმომწერებს შორის არიან ლიხტენშტაინი, ნორვეგია, ასევე ქვეყნების სიაში ნახსენები  საქართველო არ არის.   

განახლება: სომხეთი და აზერბაიჯანი "მაგნიტსკის სიის" გახანგრძლივების მომხრე ქვეყნების სიიდან ამოიღეს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი