ოლიგარქი ივანიშვილი რუსთაველის თეატრში | რუსთაველზე, ბასლაინის ზოლში, ივანიშვილის დაცვის მანქანებია მობილიზებული

გამოქვეყნდა:

რუსთაველის გამზირზე, თეატრთან, სადაც ამ წუთებში ბიძინა ივანიშვილი იმყოფება, ბასლაინის ზოლში, ოლიგარქის დაცვის მანქანებია მობილიზებული. მედიისთვის რუსთაველის თეატრის კარი დაკეტილია. 

რამდენიმე საათის წინ, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი რუსთაველის თეატრში, რამაზ ჩხიკვაძის საიუბილეო საღამოზე, მეუღლესთან, ეკატერინე ხვედელიძესთან ერთად გამოჩნდა.  

თეატრში ივანიშვილი დაცვის თანხლებით სათადარიგო კარით შევიდა.

მედიის წარმომადგენლები ღონისძიების დასრულებას თეატრთან ელოდებიან, რომ ივანიშვილთან გასაუბრება შეძლონ. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი