ოკუპანტების წვრთნები დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე | რუსები პერიმეტრზე მძიმე ტექნიკით გადაადგილდებიან

გამოქვეყნდა:

სროლის და აფეთქებების ხმა ისმოდა გასული დღეების განმავლობაში დროებით ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრე ქართულ სოფლებში. ცხინვალში დისლოცირებულმა საოკუპაციო ძალებმა, უკანონო სამხედრო წვრთნები გაიარეს და ძალების დემონსტრირების მიზნით,  ფოტო და ვიდეო კადრებიც გაავრცელეს. 

სამხედრო სწავლების პარალელურად, რუსებმა საოკუპაციო ბანერი მცხეთა-მთიანეთში აღმართეს და პერიმეტრზე მძიმე ტექნიკით გადადგილება გაახშირეს. პროვოკაციებთან ერთად, კრემლი ისრების გადატანას დასავლეთისკენ ცდილობს და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს მეორე ფრონტის გახსნის მცდელობაში ადანაშაულებს.  

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი