სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს შეხვდა. ამის შესახებ ენმ-ის წევრი, გიორგი ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი ინფორმაციით, შეხვედრაზე ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებისთვის გადასადგმელ ნაბიჯებზე ისაუბრეს.
"ენმ-ს მყარი პოზიციაა, რომ ამისათვის აუცილებელია:
- საქართველოს მესამე პრეზიდენტის პუტინის პატიმრობიდან გათავისუფლება.
- ოლიგარქ ივანიშვილსა და მის რეჟიმზე (სანქციების ბერკეტის გამოყენების ჩათვლით) ზეწოლის გაძლიერება.
- ევროკავშირის 9 დათქმის შესრულების მიზნით მთავრობაზე ქართული და საერთაშორისო საზოგადოების ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული, ზეწოლის კოორდინაცია.
- საპარლამენტო არჩევნებისათვის სრულყოფილი კონტროლი, მონიტორინგი და მილიონზე მეტი ქართველი ემიგრანტებისათვის საარჩევნო კონსტიტუციური უფლების რეალიზაციისათვის, მყარი გარანტიების (ხმის მიცემის ელექტრონული სისტემის შემოღება და საზღვარგარეთ საკმარისი საარჩევნო უბნების გახსნა) შექმნა." - წერს ბარამიძე.
ხავიერ კოლომინა ხვალ პრეზიდენტსა და მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება.