"ღაზაში ოპერაციის შემდეგ ფაზაზე ისრაელი ეტაპობრივად გადავა" | გალანტი

გამოქვეყნდა:

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ლოიდ ოსტინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ღაზაში ოპერაციის შემდეგ ფაზაზე ისრაელი ეტაპობრივად გადავა.  

"შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ღაზის სხვადასხვა ტერიტორიების განსხვავებას მალე შევძლებთ. ყველა ტერიტორიაზე, სადაც ჩვენს მიზანს მივაღწევთ, ჩვენ შევძლებთ ეტაპობრივად გადავიდეთ შემდეგ ფაზაზე და ადგილობრივი მოსახლეობის დასაბრუნებლად მუშობა დავიწყოთ. ეს ნიშნავს, რომ ამის მიღწევა უფრო ადრე ჩრდილოეთშია შესაძლებელი", - განაცხადა  გალანტმა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი ისრაელში დღეს, 18 დეკემბერს ჩავიდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი