მხოლოდ და მხოლოდ უნდა გაგხარებოდათ, მაგრამ აბა რა გითხრათ | სარჯველაძე ივანიშვილის გამოჩენაზე

გამოქვეყნდა:

"აბსოლუტურად მიზეზი არ გაქვთ, ახლა ამას რაიმე კუდი მოაბათ და რაიმე ფორმით ისა, მხოლოდ და მხოლოდ უნდა გაგხარებოდათ, მაგრამ აბა რა გითხრათ. ქართული ოცნება შემდგარი პოლიტიკური პარტიაა, ის პოლიტიკური პარტია რასაკვირველია შეძლებს დამოუკიდებლად პოზიციონირებას ნებისმიერ არჩევნებზე და ეს არაერთხელ დაუმტკიცებია ბოლო წლების განმავლობაში, რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის, რასაკვირველია, რომ მე არ მეგულება ჩვენ პარტიაში ადამიანი, რომლისთვისაც უზარმაზარი პატივისცემის ადრესატი არ იყოს ბიძინა ივანიშვილი. არის რა თქმა უნდა ადამიანი, რომელსაც ემადლიერება მთელი ქართველი ერი, ემადლიერება ჩვენი ქვეყნის საზოგადოება, ასეთია ჩემი დამოკიდებულება და ვფიქრობ სამართლიანად". 

ამბობს "ქართული ოცნების" დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გამოჩენაზე. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი