თბილისში, სამგორის მეტროსთან ქვეითთა გადასასვლელზე სატვირთო მანქანა ქვეითს დაეჯახა. ჩვენთვის გამოგზავნილი ფოტო მასალის მიხედვით, ავტოსაგზაო შემთხვევა 15:06 საათზე მოხდა. ასაკოვანი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა და ის ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.
დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში ვარკვევთ, მასალა უწყებიდან პასუხის მიღების შემთხვევაში დაზუსტდება.