საქართველოსა და გერმანიის მთავრობებს შორის ხელშეკრულება გაფორმებულია. ამიერიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია კიდევ უფრო გამარტივდება. უსაფრთხო ქვეყნად აღიარებული სახელმწიფოდან გერმანია მიგრანტების მინიმალური რაოდენობას მიიღებს, თუმცა კონკრეტულად რას მოიცავს დოკუმენტი უცნობია. ხელშეკრულების დეტალები გასაიდუმლოებულია და ამ დრომდე უცნობი რჩება რა შემთხვევაში დაექვემდებარებიან საქართველოს მოქალაქეები დეპორტაციას და რა ვადებში მოხდება მათი სამშობლოში დაბრუნება.